saqarTvelos CanCqerebi - gegis CanCqeri

მდებარეობა გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°26`08` ჩ. გ. 40°26`32` ა. გ.
სიმაღლე 50 მ
მდინარე გეგა

 

ჩანჩქერი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკად გეგაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 530 მ. სიმაღლე 70 მ (სხვა ცნობით 50-55 მ). მდინარე გეგა თავისი დინების ერთ-ერთ მონაკვეთში ხვდება კარსტულ ნაპრალში, მიწისქვეშა დერეფნების გავლის შემდეგ გადმოედინება კლდის შუაგულიდან და ქმნის საოცრად ლამაზ ჩანჩქერს, რომლის წყალიც ძალიან ცივია, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ზაფხულის ბოლომდე თოვლი შენარჩუნებულია.

ფილმში „შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავალი“ სცენა პროფესორ მორიარტრისა და ჰოლმსის ბრძოლა რაიხენბახის ჩანჩქერთან ამ ადგილასაა გადაღებული.